logo_geo
eng_logo
„ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“,“ - ჟურნალისტ ნინო სულაბერიძეს დახმარება ესაჭიროება
- +

18 ნოემბერი. 2016. 14:51

 

 

ჟურნალისტ ნინო სულაბერიძეს თავის ტვინის სიმსივნე აქვს. ჩატარებული ოპერაციების შემდეგ ნინოს  ესაჭიროება რეაბილიტაცია, ოჯახს ამის რესურსი აღარ გააჩნია, მისი მდგომარეობა კი მძიმეა. 30 ნოემბერს, ბაზალეთის ტბის პირას მდებარე სასტუმრო რესტორან „გრიფ ინნ"-ში ჩატარდება საქველმოქმედო საღამო. საღამოზე მოწვეული იქნებიან მომღერლები, კომპანიები, ნინოს მეგობრები და ადამიანები, ვისაც გული შესტკივათ ... ადგილზე იქნება განთავსებული შესაწირი ყუთი, მოსული სტუმრებისთვის თანხის შეწირვა ნებაყოფლობითი იქნება.


„იდეალურ დედას, ულამაზეს გოგოს და  უბრალოდ ერთ კარგ ადამიანს დღეს შენი გვერდში დგომა სჭირდება. ნინო სულაბერიძეს დღეს შენი დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ ოცნება აიხდინოს და შვილი საბავშვო ბაღში თავად მიიყვანოს. ნინო სულაბერიძეს დღეს შენი დახმარება სჭირდება - იმისთვის, რომ ის თავის ოჯახს ჩაეხუტოს და მისი დედის ცრემლი აღარავინ დაინახოს. ნინო სულაბერიძეს დღეს შენ სჭირდები - იმისთვის, რომ მან კიდევ დიდი ხანი შეძლოს შეიტანოს წვლილი ქართულ ჟურნალისტიკაში. ნინო სულაბერიძეს დღეს სწორედ შენი გვერდში დგომა სჭირდება - იმისთვის, რომ იყოს დედა, და, შვილი და საქართველოს ღირსეული მოქალაქე. ნინო სულაბერიძეს დღეს სტკივა, თუმცა ის იბრძვის - იბრძვის შვილისთვის, იბრძვის მშობლისთვის, იბრძვის სიცოცხლისთვის. ის, ვინც იგებს ომს, არასოდეს წყვეტს ბრძოლას. ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის", - აღნიშნულია მიმართვაში.




 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner