logo_geo
eng_logo
ლუდა კიკაჩეიშვილი: გადამირჩინეთ შვილი
- +

18 ნოემბერი. 2016. 14:53


 

თეკლე უკვე წლებია იტანჯება ეპილეფსიით. ის ჯერ კიდევ თვეების იყო, როდესაც დაეწყო პირველი შეტევები, სურათის გადაღებისას - განათებაზე. მას შემდეგ მას არაერთი შეტევა ჰქონდა. ადგილობრივი ექიმების რჩევით თეკლეს დაენიშნა წამლები და მკურნალობა, რომელიც საბოლოო ჯამში ექსპერიმენტული ხასიათის გამოდგა, რადგანაც არანაირი შედეგი არ გამოიღო და ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამ მკურნალობის და წამლების გადასახდელად მშობლებმა ბინა გაყიდეს და გირაოთი გადავიდნენ. ეს თანხა მთლიანად მკურნალობას მოხმარდა, მაგრამ ამაოდ. ოჯახი გირაოს ფულსაც ვეღარ იხდიდა და მალე ისინი უსახლკაროდ დარჩნენ.

 

მერიის პროგრამით, ოჯახს გადაეცა სოციალური საცხოვრისი დიღომში. ამერიკელი ექიმების რჩევით და დასკვნით, თეკლეს ესაჭიროება საზღვარგარეთ პრექირურგიული შეფასება და მკურნალობა, რის შემდგომაც ის გამოჯანმრთელდება. თეკლეს ჰყავს ორი უფროსი და. დედ-მამა უმუშევარია და ოჯახის სარჩენი არის სოციალური დახმარება, ხოლო თავად თეკლეს თვეში 600-700 ლარის მედიკამენტები ესაჭიროება. საერთო ჯამში თანხა შეადგენს 26 000$, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დააფინანსებს თეკლეს მთლიან მკურნალობას, თუკი ოჯახი შეძლებს 10 000$ მოგროვებას, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს.

 

„გთხოვთ დაგვეხმაროთ იქნებ შევძლო მისი გადარჩენა. მინდა მივმართო საზოგადოებას, დაგვეხმარონ შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან ჩემს შვილს ძალიან დიდი შანსი აქვს გადარჩენის, ვერ წარმოიდგენს ვერავინ, რა ძნელია, როცა დედამ იცის, რომ საშველი არსებობს, მაგრამ უძლურია უსახსრობის გამო. თეკლა შველას მხოლოდ ჩემში ხედავს და მეკითხება, ხომ კარგად ვიქნები, დეო, მე კი თქვენში ვხედავ, ჩემო კეთილებო, ხსნას, რადგან მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებ, შეგროვდეს თანხა და გადავარჩინო ჩემი ანგელოზი", - აცხადებს თეკლეს დედა  ლუდა კიკაჩეიშვილი.

 

დახმარებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 0901000055









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner