logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს ესმოდა ყველა მმართველს, გარდა იმ უგუნურებისა, რომლებიც იყვნენ ქვეყნის სათავეში!
- +

21 მარტი. 2016. 16:30


„ეს არის ბოროტმოქმედება, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მტრის ინტერესებს", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას. როგორც რეჟისორმა „რეპორტიორს"განუცხადა, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა აწარმოოს.


„ქვეყნებს შორის ურთიერთობის ორი გზა არსებობს - ომი და მშვიდობა. მშვიდობა გულისხმობს მოლაპარაკებებს. მშვიდობიანი ურთიერთობების სხვა ფორმა არ არსებობს. ამიტომ ბუნებრივია, კონტაქტი უნდა იყოს. არ არსებობს არცერთი მეზობელი ქვეყანა მსოფლიოში, ვისაც ერთმანეთთან ოდესმე არ უომიათ. ჩვენც თითქმის ყველა მეზობელთან გვიომია. ომი არის კაცობრიობის ისტორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობები წყდება სამუდამოდ. თუ გვინდა, რომ ეს ასე არ იყოს, უნდა ელაპარაკებოდე მოწინააღმდეგეს. მტერსაც კი! ეს  ესმოდა ყველა მმართველს, გარდა იმ უგუნურებისა, რომლებიც იყვნენ ქვეყნის სათავეში 9 წლის განმავლობაში და დღესაც  ცდილობენ, ყველანაირად შეაფერხონ ქვეყნის განვითარება და წინსვლა. მათ ამაში უხდიან ფულს და იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ვითომდა ადამიანის უფლებებს იცავენ. სინამდვილეში ისინი ასრულებენ იმ შეკვეთებს, რომლებსაც აძლევენ ქვეყნის ფარგლებს გარედან", - განაცხადა ხაინდრავამ.

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის საკითხზე ალაპარაკდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვაზე საკუთარ პოზიციას ასე განმარტავს - დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner