logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ერთიანი საქართველოს აღდგენის შანსს!
- +

21 მარტი. 2016. 15:27


მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და საქართველოს ცისარტყელას ფერებში გადაღებვა საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ერთიანი საქართველოს აღდგენის მომავალ პერსპექტივასაც კი.


 

როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრობთ, შეეკითხეთ აფხაზებს და ოსებს - უნდათ ცისარტყელას ფერებში შეღებილ საქართველოში ცხოვრება? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, .. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ეკლესიაზე შეტევა, ულტრალიბერასტული იდეოლოგია ჩვენს ქვეყანას სხვა უბედურებებთან ერთად, საბოლოოდ დააკარგვინებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს.

 

აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ... ვიმეორებ: აფხაზეთის გარეშე თუ აფხაზეთთან ერთად - ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემათაგანია. ჩემთვის მთავარი გადასაჭრელი პრობლემა ისაა, ვიცხოვრო კარგ სახელმწიფოში" - თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის ეს მოღალატეობრივი განცხადებები ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა, რადგან ლიბერასტულ-ქართველთმოძულეთა ერთ-ერთმა ლიდერმა შესანიშნავად უწყის, რომ აფხაზებიც და ოსებიც კავკასიელი ხალხია, რომლებშიც მყარადაა ფესვგადგმული ეროვნული ტრადიციები და არცერთი ოსი თუ აფხაზი არასოდეს მოინდომებს ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც კაცი კაცზე დაქორწინდება, სადაც მორალური ზღვარი წაშლილია, სადაც ეკლესიას ებრძვიან და .. ქართველთმოძულეების ამოცანა ტერიტორიის არსებობაა, რომელსაც GEORGIA ერქმევა, ხოლო მასში ისეთი ინდივიდები იცხოვრებენ, რომელთაც საერთო არაფერი ექნებათ ქართველობასთან... საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის საქართველოს მიმზიდველ ქვეყანად ქცევა მხოლოდ ჩვენი საერთო მორალურ, რელიგიური, ტრადიციული, საერთოკავკასიური ნორმებითაა შესაძლებელი, ხოლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და საქართველოს ცისფრად გადაღებვა საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ერთიანი საქართველოს აღდგენის მომავალ პერსპექტივასაც კი. ყოელივე ზემოთქმულან გამომდინარე, თვალნათელია, რომ ქართველთმოძულე-ლიბერასტების აღვირახსნილი კამპანია არა მარტო ჩვენს ზნეობრივ-მორალურ ტრადიციულ ნორმებს არღვევს, არამედ ძირს უთხრის ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სწორედ ესაა მოღალატეობრივი იდეოლოგიის ჭეშმარიტი არსი!!!" - განუცხადა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორს".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner