ერაყელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ ელ-რამადისთან თარხან ბათირაშვილის, იმავე უმარ ალ-შიშანის ცხედარი იპოვეს.
ერაყულ ტელეკომპანია „ალ-სუმარიას" ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ სამხედროები ერ-რამადის სიახლოვეს ოპერაციას ატარებდნენ, როცა „ისლამური სახელმწიფოს" 10 წევრის ცხედარს მიაგნეს. ერთ-ერთი სწორედ თარხან ბათირაშვილია.