logo_geo
eng_logo
33 წელი „საბედისწერო რეისიდან“ – ტრაგედია, რომელიც საზოგადოების აზრს დღემდე ორად ჰყოფს
- +

18 ნოემბერი. 2016. 17:29


 

განაჩენის გამოტანამდე გეგას ნახვის საშუალება არ მომცეს. მე ის მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ვნახე, სადაც თვალებით მანიშნებდა, რომ არ უნდა მეტირა", - ასე იხსენებს „კვირასთან" გეგა კობახიძის დედა ნათელა მაჭავარიანი 33 წლის წინ მომხდარ იმ ტრაგედიას, რომელიც ადამიანების მეხსიერებას სამაგალითოდ დასჯის პრეცედენტად შემორჩა.



1983 წლის 18 ნოემბერს აეროფლოტის თვითმფრინავის „65:33"-ის გატაცება შვიდმა მეგობარმა სცადა: გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, გია ტაბიძე, კახა და პაატა ივერიელები. ამ ახალგაზრდების სახელი ზოგისთვის ტერორისტებთან, ზოგისთვის კი თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ასოცირდება.



ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ გეგა კობახიძის დედა მომხდარს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა თვლის, რომ ახალგაზრდებმა პროტესტის არასწორი ფორმა აირჩიეს.



ეს იყო უდიდესი ტრაგედია, 33 კი არა, რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მის დავიწყებას რასაკვირველია ვერ შევძლებთ, დაგვიხვრიტეს შვილები, რომელთა საფლავებიც კი არ გვაქვს. ვიპოვეთ მხოლოდ სოსოს საფლავი.

არ ვიცი, იყო თუ არა იმ პერიოდში სხვა ალტერნატივა პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ ჩემს შვილს თუ უცხოეთში უნდოდა მშვიდად ცხოვრება, შეეძლო წასულიყო, ეს მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ამბობენ, რომ არცერთ მათგანს არაფერი აკლდა და შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ. ეს ჩემს შვილს არ ეხება და არც უკეთესი მატერიალური ცხოვრებისთვის უცდია წასვლა", - იხსენებს ნათელა მაჭავარიანი.



 


ტრაგედიის დღეს სახლში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით იყო დაკავებული. 13-დღიანი სასამართლოს პროცესის ბოლო, უკანასკნელ დღეს შეძლო ნათელა მაჭავარიანმა გეგა კობახიძის ნახვა.

 

 

როცა აეროპორტში მივედით, მთელი მაშინდელი მთავრობა უკვე იქ იყო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ეს ამბავი, რადგან არასდროს ეჭვადაც არ მიგრძვნია, თუ ამის გაკეთება შეეძლოთ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იმ პერიოდის ყველა მოაზროვნე ადამიანი და მათ შორის გეგაც, არსებულ რეჟიმს ვერ ეგუებოდა. გეგა სულ ამბობდა, რომ საბჭოთა წყობა დასანგრევი იყო. მისი ნახვის საშუალება არ მომცეს, მხოლოდ სასამართლო პროცესებზე დავდიოდი, სადაც თვითმფრინავის მგზავრებს და ეკიპაჟს ბოდიში მოუხადა. მე რომ ვტიროდი, მხოლოდ თვალებით მანიშნებდა, რომ უნდა გავჩუმებულიყავი“,იხსენებს ნათელა მაჭავარიანი შვილთან შეხვედრის უკანასკნელ დღეს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშითვითმფრინავის გამტაცებლებისსაქმე 22 ტომს მოიცავს. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ 2009-10 წლებში მოეხსნა, თუმცა მკვლევარებისთვის მანამდეც ხელმისაწვდომი გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი 1983 წელს მომხდარ ამბავს 2 კუთხით აფასებს. თუშურაშვილი თვლის, რომ ტრაგედია თავისი პრეცედენტით, მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში, დღევანდელი გადმოსახედიდან სამაგალითო დასჯის ნიმუშად ჩაითვალა.

 

 

ეს მოვლენა თავის შინაარსით დიდი ტრაგედია იყო. მათ საჰაერო ხომალდის გატაცება მოახერხეს და ხალხი დაიღუპა, ამას შეიძლება ტერაქტის კვალიფიკაცია მივცეთ ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საბჭოთა სისტემამ მოახდინა ამ ადამიანების პროვოცირება. ეს ახალგაზრდები გააერთიანა ერთმა იდეამმათ ჰქონდათ პროტესტის გრძნობა არსებული სისტემის წინააღმდეგ.

ძმები ივერიელებიდან ერთ-ერთი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, ის თავის თვალით ხედავდა სისტემის მანკიერებას, ამ ახალგაზრდებს დაუგროვდათ ბევრი ნეგატიური ემოცია საბჭოთა კავშირის მიმართ, – ამბობსკვირასთანომარ თუშურაშვილი.

 

 

შესწავლილი მასალებიდან გამომდინარე, თუშურაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაშინდელმა უშიშროებამ დაგეგმილი გატაცების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა ახალგაზრდებს მისცეს საშუალება, ქმედება სისრულეში მოეყვანათ. იგი ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლის რადენიმე ვერსიაზეც საუბრობს, რომელიც გამტაცებლების ჯგუფში იმ დროს განიხილებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

მათ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ საბჭოთა კავშირის დატოვების, ერთ-ერთი ტურისტულად წასვლა იყო, მეორეუცხოელებზე დაქორწინება, ეს მესამე ვარიანტი საერთოდ არ განიხილებოდა, თუმცა ბოლოს რატომღაც ამაზე შეჩერდნენ. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ საზღვარგარეთ წასვლის მსგავსი პრეცედენტი საქართველოში 1971 წელს მომხდარი იყო, როცა მამა-შვილმა მოახერხა სოხუმიდან ბათუმის მიმართულებით გასაფრენი თვითმფრინავის თურქეთში გადაყვანა.

 

 

თურქეთის ხელისუფლებამ მაშინ უარი თქვა მათ გადმოცემაზე და ეს ამბავი გამტაცებლებისთვის მშვიდობიანად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი ამ სტრუქტურაში ვმუშაობ, ჩნდება ეჭვი, რომ მაშინდელმა უშიშროებამ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ადამიანები ახლოს იყვნენ ეკლესიასთან. სოსო წერეთელს მალე მღვდელმსახურება უნდა დაეწყო, ისინი ბათუმში ამერიკის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და ასეთი ამბები უყურადღებოდ არასდროს რჩებოდა. ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევს, რადგან იმ დროს ყველაფერი ისმინებოდა. განა ის ფაქტიც არ არის გასაოცარი, რომ თვითმფრინავში იარაღებით ავიდნენ სპეცკონტროლის გავლის გარეშე.

 

 

რაც მოხდა, იყო სისტემის დანაშაული, ამ ახალგაზრდებს მეტი მოთხოვნა და მსოფლმხედველობა ჰქონდათ, განაჩენიც მათ მიმართ იყო სასტიკი“, – ამბობს ომარ თუშურაშვილი.

 

 

გამტაცებლებიდან დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავის აეროპორტში დაშვების შემდეგ თავი მოიკლა, გია ტაბიძე ატეხილი სროლის დროს დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძეს და მამა თეოდორეს, რომელსაც ბრალად ახალგაზრდების იდეოლოგიური მოძღვრობა დასდეს და, რომელიც საერთოდ არ ყოფილა თვითმფრინავში, დახვრეტა მიუსაჯეს, თინა ფეტვიაშვილს კი - 14 წლით პატიმრობა.

 

 

 

მათგან მხოლოდ სოსო წერეთელის საფლავია ნაპოვნი. 1983 წლის 18 ნოემბერს, თბილისის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის დროს, თვითმფრინავში ეკიპაჟის 3 წევრი და ერთი მგზავრი დაიღუპ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner