საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიას ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს:
„თითოეულ ჟურნალისტს, გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.
მაღალი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა.
თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა.
გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში", - ნათქვამია მილოცვის წერილში.