logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი მედიას ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს
- +

21 მარტი. 2016. 16:05


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიას ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს:


„თითოეულ ჟურნალისტს,  გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

 

მაღალი პასუხისმგებლობის,  დამოუკიდებელი  და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის   ვალდებულებაა.

თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი.  თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა. 

 

გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში", - ნათქვამია მილოცვის წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner