ავტორი ალა გრიგალაშვილი
18 ნოემბერს, 16 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადდა და გამოიცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა და ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს.
გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის" მთავარი რედაქტორი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი გია გორგოძე გახლავთ.
დავით ყიფიანი ყველა დროის ყველაზე წარმატებული თბილისის „დინამოს" ვარსკვლავი გახლდათ. კლუბთან ერთად მან საკავშირო ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სხვადასხვა სინჯის მედლები, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1977 წელს ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
2016 წლის 18 ნოემბერს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.