logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: რუსეთში სიკვდილს არ ვაპირებ, ღმერთმა დამიფაროს
- +

21 მარტი. 2016. 16:15


„დღესვე წამოვიდოდი საქართველოში, ფინანსური პრობლემები რომ არ მქონდეს", - ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა  განაცხადა. როგორც მომღრალი ამბობს, მას კრედიტების გამო ფიზიკურად არ შეუძლია დატოვოს რუსეთის ფედერაცია. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, მომღერლის თქით, მას უარი ეთქვა, ხოლო მიზეზად მისი ნასამართლეობა დასახელდა.


 „რუსეთში უფულოდ რომ ჩამოვედი, კრედიტები ავიღე, იპოთეკით ერთოთახიანი ბინაც ვიყიდე. მოკლედ, დღეს  10 მილიონი რუბლი მაქვს სახელმწიფოს ვალი. ვიდრე ამას არ დავფარავ, ფიზიკურად ვერ დავტოვებ ქვეყანას, თორემ შვილიშვილს გეფიცებით, ერთი წამით არ გაჩერდებოდი აქ. მიყვარს ჩემი ქვეყანა. რუსეთში სიკვდილს არ ვაპირებ, ღმერთმა დამიფაროს.

 

ამასწინათ ორმაგ მოქალაქეობაზე შევიტანე განცხადება და 15 დღეში მომივიდა პასუხი - უარი. შეუძლებელია, ამ ვადაში მოქალაქეობის საკითხი განხილულიყო. პრეზიდენტი საქმის კურსშიც არ ყოფილა. ეს ამბავი პატრიარქის დაბადების დღეზე გაიგო. მიზეზი, იცით, რა იყო? ის, რომ ციხეში ვიყავი ნაჯდომი. ე.ი. ნახევარ თბილისს მოქალაქეობა უნდა წაართვან, თუ რაშია საქმე?!" - აცხადებს მომღერალი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner