logo_geo
eng_logo
აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვეს
- +

18 ნოემბერი. 2016. 20:56


 

ბარაქ  ობამამ, ანგელა მერკელმა, ტერეზა მეიმ, ფრანსუა ოლანდმა, მეტო რენციმ და მარიანო რახოიმ ბერლინში შეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერებმა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებაზე შეთანხმდნენ. ლიდერების გადწყვეტიელბით,  რუსეთის სანქციები უნდა შენარჩუნდეს მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე.


ბარაქ ობამას გერმანიაში ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ბოლო საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში შედგა. გერმანიამდე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი საებრძნეთში იმყოფებოდა.


თეთრის სახლის ლიდერის ტურნეს მიზანია, დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები, რომ დონალდ ტრამპის  არჩევნებში გამარჯვების გამო მათ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ.


ვროპის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი პერუში გაემგზავრება, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner