logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საარჩევნო სიის 50 % ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს
- +

21 მარტი. 2016. 16:39


ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  „Facebook"-გვერდის მეშვეობით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საარჩევნო სიის 50% ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს.



ჩემი აზრი და რჩევა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას": ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო ტენდენციების შემქმნელი და ახალი იდეების გენერატორი. პარტიამ შეძლო ურთულეს სიტუაციაში პოლიტიკური რეპრესიებისა და ყოველდღიური ზეწოლის, დემონიზაციისა და ბინძური სიცრუის უწყვეტი ნაკადის პირობებში თავის გადარჩენა და ერთიანობის შენარჩუნება. ახლა დროა, საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულ პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი. ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმე ქალების როლის ქართვეულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner