logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარისთვის შესაძლო გადაცემას უარყოფს
- +

18 ნოემბერი. 2016. 20:57



უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკოს განცხადებით, უკრაინა არ აპირებს ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს.


სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია, უკრაინულ მედიაში რამდენიმე დღეა გავრცელდა.


„ეს არ არის სიმართლე. უკრაინა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს", - განაცხადა იური ლუცენკომ.


უკრაინამ შესაძლოა საქართველოს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადასცეს, - ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას" წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner