პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსს" კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება არ ექნება, რადგან ისინი პარლამენტში უმრავლესობას არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება მოუწევთ.
„ჩვენ პარლამენტის ტრიბუნიდან ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვისაუბრებთ და პარლამენტს უმნიშვნელოვანეს კანონპროექტებს შევთავაზებთ. ვინ თქვა, რომ ჩვენ მარტო ჩხუბი, კამათი და დაპირისპირება შეგვიძლია?! ჩვენი პრიორიტეტი საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს, რადგან ამ კოდექსითა და კანონებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია", - განაცხადა ინაშვილმა.