logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ახალმა პარლამენტმა ისე უნდა იმოქმედოს, რომ ქართველებად დავრჩეთ!
- +

18 ნოემბერი. 2016. 22:59



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა გადაცემა „20/30"-ში განაცხადა, რომ  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა სტანდარტები უნდა შეცვალოს. ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა სხვადასხვა მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.


„აფხაზეთის ომის შემდეგ, არაერთი პარლამენტი საუბრობდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ამასობაში, სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო, აგვისტოს ომის მერე მიწების კიდევ 22% დავკარგეთ. მინდა, მე-9 მოწვევის პარლამენტმა შეცვალოს სტანდარტები და სრულიად ახალი მიდგომები შეიმუშაოს იმისთვის, რომ სოხუმი და ცხინვალი, აფხაზების და ოსების გულები  რეალურად დავიბრუნოთ. ამისთვის პარლამენტმა ქმედითი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და სტერეოტიპებს არ უნდა დაემორჩილოს. ჩვენ კლიშეებს არ უნდა შევუშინდეთ, რომელიც პოლიტიკოსებს ხშირად აკომპლექსებს ხოლმე და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დავიწყოთ.

 

უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შემუშავდეს განათლებისა და მეცნიერების სრულიად ახალი სტანდარტები და მიდგომები, რაც კანონებში უნდა აისახოს. უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ამ პარლამენტმა ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს. ქმედითი სტანდარტებია მისაღები ადამიანის უფლებებისა და ღირსების დასაცავად. რაც ყველაზე მთავარია, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ისე უნდა იმოქმედოს, რომ ქართველებად დავრჩეთ - ამერიკაშიც, ევროპაშიც და აფრიკაშიც. მთელ მსოფლიოში ქართული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და გავატაროთ", - განაცხადა ინაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი" „ქართულ ოცნებას" არაერთ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მწვავედ გააკრიტიკებს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner