ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა კონსერვაციის საკოლექციო ნაკვეთზე დაირგო საქართველოს ენდემის, წითელი ნუსხის სახეობის - ქართული ნუშის ორწლიანი ნერგები.
წლის ბოლომდე განხორციელდება ქართული ნუშის პოპულაციის აღდგენის სამუშაო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთში, სადაც ქართული ნუში პირველად იქნა აღწერილი, მაგრამ დღეისათვის ეს პოპულაცია მთლიანად არის გამქრალი. დაცულ ნაკვეთზე დაირგვება ქართული ნუშის 100-მდე ნერგი.
აი ეს ნამდვილი ქართული საქმეა!"