logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შევასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რომელიც ამომრჩეველს მივეცით
- +

18 ნოემბერი. 2016. 23:20



პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თვისობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს .როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით, ფორმატის შექმნაზე მმართველი გუნდი კონკრეტულ განცხადებებს კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს.


„პარლამენტში თვისობრივად განახლებული და გაძლიერებული გუნდით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვედით, რაც დაპირებების შესრულების საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რომელიც ამომრჩეველს მივეცით.

 

კონსტიტუციის გადასინჯვა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მაგრამ 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თვისობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს, რაზეც ფართო კონსენსუსი უნდა შედგეს. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს რაც შეეხება, ფორმატის დაფუძნების თაობაზე ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს და კონკრეტულ განცხადებებს კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner