logo_geo
eng_logo
სესილია მალმსტრომი: განვიხილეთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც მალე შევა ძალაში
- +

21 მარტი. 2016. 16:40


ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრმა სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერთან  განიხილეს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი, რომელი მალე შევა ძალაში.



საქართველოს პრემიერ-მინისტრთან წარმატებული შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც ძალიან მალე შევა ძალაში", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.



მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის თემაც და შეხვედრაზე განიხილეს, რა უნდა გაკეთდეს უფრო მეტი შედეგის მისაღწევად.



მინდა, მივულოცო პრემიერს წარმატებული რეფორმები, რომ სტიმულირება მოხდეს თავისუფალი ვაჭრობისჩვენ უნდა დავინახოთ მეტი წინსვლა. ჩვენ ვმუშაობთრომ მხარი დავუჭიროთ საქართველოში საკვების უვნებლობის უზრუნველყოფას. ჩვენ გვინდა, გავზარდოთ საქართველოს ინფორმირებულობა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასჭერად", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.



მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე დამყარდა ხანგრძლივი თანამშრომლობის ტრადიცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner