logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით ქვეყნის წინსვლა უნდა ვუზრუნველყოთ!
- +

18 ნოემბერი. 2016. 23:22

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა სისტემამ რადიკალიზაციის ძალიან მაღალ ხარისხს მიაღწია და ახლა,  საჭიროა სხვა ეტაპზე გადასვლა.


„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის სათანადო თანამშრომლობა შედგეს იმისათვის, რომ ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით ქვეყნის განვითარება და წინსვლა ვუზრუნველყოთ. ჩვენი მოტივაცია და პათოსი ეს არის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და დიდი იმედი გვაქვს, პარლამენტში სხვა პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიური მიდგომით იმუშავებენ", - განაცხადა კობახიძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner