logo_geo
eng_logo
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის გამარჯვებულია
- +

18 ნოემბერი. 2016. 23:50

 

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ერთა თასის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 6-2 დაამარცხა.

 

ოთარ გოგავამ (57) რასულ მეშეზოვი 4-1 დაამარცხა, ზურაბ იაკობიშვილმა (65) - მურად ნუხკადიევი პირველივე პერიოდში სუფთად, 10-0, დავით ტლაშაძემ  (70)  - ილდუს გინიატულინი, ზურაბ ერბოწონაშვილმა (74)  - ხუსეინ სიუნჩევი 10-4, ელიზბარ ოდიკაძემ (97)  - 6-0 ევგენი კოლომიეცი, გენო პეტრიაშვილმა (125) პირველივე პერიოდში სუფთად დაამარცხა ჩეჩენი ბეკხან დუკაევი.


ბექა ლომთაძე დაძაბულ შეხვედრაში 4-6 დამარცხდა ახმედ ჩაკაევთან, სანდრო ამინაშვილს (86) კი შამილ აბდურახმანოვმა აჯობა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner