logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მინისტრების კანდიდატურების წამოყენება პრემიერის პრეროგატივაა
- +

18 ნოემბერი. 2016. 23:51



პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას მინისტრების კანდიდატურების წამოყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მომავალი კვირის ბოლომდე დასრულდება.


„მინისტრების კანდიდატურების წამოყენება პრემიერის პრეროგატივაა და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, რაც სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება.  ვვარაუდობთ, რომ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დასრულებას მომავალი კვირის ბოლომდე შევძლებთ. წინასწარი გეგმა ასეთია და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განმტკიცება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. გვახსოვს, როგორი იყო პარლამენტის როლი 2012 წლამდე და ვხედავთ, როგორია დღეს. პარლამენტის როლი ყველა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანოს როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner