logo_geo
eng_logo
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში ჩავიდა
- +

18 ნოემბერი. 2016. 23:58


 

რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  მოსკოვში ჩავიდა.


ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.


როგორც ცნობილია რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner