თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში STOPXAM საქართველო-ს ვიდეოს ეხმაურება.
„კარგია საზოგადოებრივი აზრის მოშველიება, კარგია წესრიგის სურვილი, მაგრამ ძალიან საფრთხილოა ზღვარის დაჭერა წესრიგის დამყარების სურვილსა და სხვა ადამიანის უფლებებს შორის.
ხანდახან დრაკონისთვის თავის მომჭრელი თვითონ იქცევა დრაკონად.
ფრთხილად ახალგაზრდებო",- წერს ოგბაიძე.