logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: იმედია, მალე საპენსიო ფონდი იმუშავებს, როგორც პენსია და არა როგორც სოციალური დახმარება
- +

19 ნოემბერი. 2016. 02:33



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა" სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მალე საპენსიო ფონდი იმუშავებს როგორც პენსია და არა როგორც სოციალური დახმარება.


ვოლსკის თქმით, 2012 წელს „ქართული ოცნება" გადარჩენის პოლიტიკით შემოვიდა. მისივე თქმით, არ არსებობდა საპენსიო ფონდი, რომელიც პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებდა. მისივე განცხადებით, საპენსიო ფონდის შექმნა ახლა დაიწყო და მას განსავითარებლად გარკვეული დრო ესაჭიროება.


„პენსიონერები პენსიას არამც თუ დამსახურების მიხედვიდ, არამედ პენსიასაც არ ღებულობენ. ეს არ არის პენსია, ეს არის სოციალური დახმარებაა, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლებების დროს სხვადასხვა განზომილებაშია. დახმარება არის იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, თავი გადაირჩინოს. გადარჩენის პოლიტიკით შემოვედით 2012 წელს და წარმოუდგენელი იყო პენსიონერისთვის რაიმე სამედიცინო დახმარების გაწევა. პენსიონერების ზრდა 10%-ია და ამაში წვლილი გადარჩენილ სიცოცხლეებს უკავშირდება. თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არ შექმნილა საპენსიო ფონდი. მისი შექმნა ახლა დაიწყო და მას სჭირდება გარკვეული პერიოდი. იმედია, მალე მოვესწრებით, როდესაც საპენსიო ფონდი იმუშავებს, როგორც პენსია და არა როგორც სოციალური დახმარება", - განაცხადა ვოლსკიმ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner