ბერი გაბრიელ სალოსის #39-ში სპეცოპერაცია დასრულებულია. დაკავებულია სამი ადამიანი. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკავებულები შენობიდან ამ წუთებში გამოჰყავთ. თუმცა, მათი ვინაობისა და დაკავების მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის #39-ში მდებარე კორპუსის მესამე სართულის ერთ-ერთ ბინაში ჩატარდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, აღნიშნული ბინა გაქირავებულია და იქ ცხოვრობს რამდენიმე არაქართველი ეროვნების პირი, თუმცა, რას უკავშირდება აღნიშნული დაკავება, მეზობლები კომენტარს ვერ აკეთებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ჯერ კემენტარს არ აკეთებენ.