logo_geo
eng_logo
ბერი გაბრიელ სალოსის #39-ში სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს
- +

19 ნოემბერი. 2016. 02:36



ბერი გაბრიელ სალოსის #39-ში სპეცოპერაცია დასრულებულია. დაკავებულია სამი ადამიანი. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკავებულები შენობიდან ამ წუთებში გამოჰყავთ. თუმცა, მათი ვინაობისა და დაკავების მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.


სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის #39-ში მდებარე კორპუსის მესამე სართულის ერთ-ერთ ბინაში ჩატარდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, აღნიშნული ბინა გაქირავებულია და იქ ცხოვრობს რამდენიმე არაქართველი ეროვნების პირი, თუმცა, რას უკავშირდება აღნიშნული დაკავება, მეზობლები კომენტარს ვერ აკეთებენ.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ჯერ კემენტარს არ აკეთებენ.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner