logo_geo
eng_logo
ჩიორა თაქთაქიშვილი: სანდრა რულოვსი ცოტა განსხვავებული შემთხვევაა
- +

19 ნოემბერი. 2016. 03:18


 

„ვთვლი, რომ სანდრა რულოვსი ცოტა განსხვავებული შემთხვევაა",- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა „ნეტგაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც თაქთაქიშვილი აღნიშნავს, მას არასწორად მიაჩნია პირველი ლედი იყოს საარჩევნო სიაში.


„თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რამდენად სწორია ის, რომ მეუღლე იყოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სიაში, მე მგონია, რომ ეს მისასალმებელი არ არის და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში, ზოგადად, მხოლოდ ის, რომ  პრეზიდენტის მეუღლეობა აძლევს ადამიანს იმის უფლებას, რომ იყოს პარლამენტის წევრი და სხვებთან შეადრებით მარტივად აღწევდეს ამ მიზანს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ამ რეალობაში არ ვართ. ჩვენ ვართ იმ რეალობში, როდესაც სააკაშვილს თვითონ აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა და მე პირადად ქალბატონი სანდრას მონაწილოებას ამ არჩევნებში სწორედ სიმბოლურ აქტად განვიხილავდი.  მე ასევე  ძალიან დიდი პატივს ვცემდი ქალბატონ სანდრას, როგორც ცალკე აღებულ პიროვნებას. მას თავისი ცალკე ისტორია აქვს, სააკაშვილისგან განსხვავებული, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის",- განაცხადა თაქთაქიშვილმა.












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner