საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის - გრიგორი კარასინს პრაღაში უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც შემდგომში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ფხალაძემ დაადასტურა, რომ ჰქონდა კონსულტაციები ზურაბ აბაშიძესთან.
„ბუნებრივია, ჩვენ იმ თემებზე არ გვისაუბრია, რა განცხადებებიც გააკეთა კარასინმა, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ კარასინს ადგილზე უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც შემდგომში აბაშიძის ხელმძღვანელმა, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
ამასთან, გვინდა, გამოვეხმაუროთ ლევან ბერძენიშვილის დიდაქტიკურ განცხადებას, თუ რით უნდა ინტერესდებოდეს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, განკარგავს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკას; საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას. საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებით", - აღნიშნა ფხალაძემ.