უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ევროპარლამენტთან მალე იქნება მიღწეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დონალდ ტუსკმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა.
ამასთან, დონალდ ტუსკმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევა უწყოდა ევროკავშირის მუდმივ წარმოამდგენელთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის მუდმივ წარმომდგენელთა კომიტეტმა (COREPER) 17 ნოემბერს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტთან უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, უკრაინის ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.