logo_geo
eng_logo
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
- +

19 ნოემბერი. 2016. 10:27



შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.



აქციაში დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.



შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ აქციაში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირების მიზნით, რეგულარულად მონაწილეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner