„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ამ საკითხზე იგი ორშაბათს გამართავს მოლაპარაკებას.
„ზოგადად, მე ძალიან დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ. ორშაბათს ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით ბორდთან დალაპარაკებას", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
მისი თქმით, ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა, ახალი წელი იგეგმება და ახალი ადამიანი მოვა.
„აქამდე იყო არჩევნები. წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა და უბრალოდ ვერ გავაკეთე. ახლა უკვე არის დრო იმის, რომ წავიდე", - აღნიშნა ბარათაშვილმა.
წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ბარათაშვილი არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არის რაღაც სიახლეები.
„არის სიახლე და ახალი რაღაცეები, რასაც მერე ვიტყვი", - ამბობს ბარათაშვილი.