საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით გოგი თოფაძის წინააღმდეგ წამოსული აგრესია უსაფუძვლოა. ტყემალაძემ დავით ბერძენიშვილს დაუწუნა განცხადება და აღნიშნა, რომ არ ემიჯნება გოგი თოფაძის პოზიციას, რადგან ის მისი მეგობარია.
ამის შესახებ განცხადება ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა:
„გოგის საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე არ უსაბრია, არაფერი უთქვამს. რაც შეეხება დანარჩენ სიტუაციაში, მე არავის არაფერში ვემიჯნები გოგი ჩემი მეგობარია. ხოლო რაც შეეხება დავით ბერძენიშვილის განცხადებას, ეს არის არასწორი გამონათქვამი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები."-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.