logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: უვადო პატიმარს, რომელიც სინანულშია, სასჯელის ფორმა უნდა შეეცვალოს
- +

21 მარტი. 2016. 16:48


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი ეხმაურება. დეპუტატი ილია მეორის ინიციატივას იზიარებს და ამბობს, რომ უვადო პატიმართა საქმეების გადახედვა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.


„აქ არის კანონიერი, იურიდიული მხარე და მეორე - წმინდა სულიერი, ადამიანური მომენტი, რომელზეც პატრიარქი საუბრობს. ვიზიარებ მის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ოღონდ არ მინდა ცალმხრივად ეგონოს ვინმეს, რახან პატრიარქმა თქვა, ამიტომ ვემხრობი. სავსებით შესაძლებელია, პატრიარქის სიტყვა კანონშიც აღმოჩნდეს; მან თქვა ადამიანურ ენაზე და კარგი იქნება, თუ ეს იურიდიულ, კანონის ენაზეც გაიწერება... ბევრმა უვადო პატიმარმა მძიმე ცოდვა ჩაიდინა, ბევრი მათგანი ინანიებს კიდეც ამას, შრომობს და ცდილობს, გარკვეული შანსი მიეცეს, შეცვალოს ცხოვრება... ვფიქრობ, ყველა გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს... ადამიანს, რომელიც სინანულშია და სურს, გამოასწოროს თავისი ცხოვრება, რატომაც არა, მას სასჯელის ფორმა უნდა შეეცვალოს", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას პაპუაშვილმა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.



ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი. ესა თუ ის პატიმარი, თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას, შესაძლებელია, შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა", - განაცხადა ილია მეორემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner