logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: დღეს მინდა ვკითხო ბატონ გოჩა ხუნდაძეს, არასდროს მიკითხავს ეს...
- +

19 ნოემბერი. 2016. 11:13




ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„როდესაც ტელევიზიის პირველ არხზე მუშაობა მინდოდა, ბატონმა ზენონ კაციამ გოჩა ხუნდაძესთან მიმიყვანა. გოჩა მაშინ „მოამბის" მთავარი რედაქტორი იყო. ჩემი სურვილი ლიტერატურული გადაცემები იყო - პოეზია, შემოქმედება... ლიტერატურული გადაცემის მთავარ რედაქციაში ბატონ თამაზ ტყემალაძესთან მინდოდა მუშაობა. ბატონმა გოჩამ რამინ ჭელიძესთან შემიყვანა და რადიოს „ადამიანის და კანონის" რედაქციაში გამამწეს. ახლაც მახსოვს გოჩას სიტყვები: თუ გინდა, გახდე ჟურნალისტი, რადიოს სკოლა უნდა გაიაროო. მას შემდეგ, ავად თუ კარგად მოვდივარ, რა ქარტეხილები არ გავიარე, ბევრი ტკივილი, ბევრიც სიხარული, ბევრიც წარმატება. კრიმინალზე, პოლიტიკაზე, ყველაფერზე ვაკეთებდი სიუჟეტებს, გარდა ლიტერატურისა! არ ვნანობ, თუმცა, დღეს მინდა ვკითხო ბატონ გოჩას, რატომ მირჩია მაინცდამაინც ყველაზე რთული გზა ჟურნალისტიკაში? არასდროს მიკითხავს ეს", - წერს ნინო ჯღარკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner