ქუთაისში, პურის საცხობში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხობში, სადაც მამაკაცი მუშაობდა, გაზმა გაჟონა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მამაკაცი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.