logo_geo
eng_logo
ალეპოში სამხედრო მოქმედებების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა
- +

19 ნოემბერი. 2016. 13:09



სამხედრო მოქმედებების შედეგად სირიის ქალაქ ალეპოში  ოთხ დღეში 100 ადამიანი დაიღუპა. როგორც გაერო იუწყება, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.


უფლებადამცველების განცხადებით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში დაბანაკებული მეამბოხეების პოზიციებზე ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთში 18 სხვადასხვა რაიონი დაიბომბა.


რუსეთში აცხადებენ, რომ მათი გამანადგურებლები ალეპოს არ ბომბავენ და მხოლოდ იმ ტერიტორიებზე მიაქვთ იერიში, სადაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" წევრები იმყოფებიან.


2012 წლის შემდეგ ორად გაყოფილ ქალაქში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი რჩება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ალეპოში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ქალაქში დახმარების ჩატანა, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობს გამო, ივლისის შემდეგ ვერ ხერხდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner