„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" პრეზიდენტი დავით მესხიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზე საუბრობს, რომელიც 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება. მისი თქმით, ტექდათვალიერების მთავარი პლუსი იქნება ის, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება.
„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, რადგან გამოფრქვეული მავნე ნაწილაკები ერთი მეტრის სიმაღლეზე კონცეტრირდება. ერთი ადამიანი შავად რომ ბოლავს და მეორე ადამიანს წამლავს, მათ მუშაობას კანონი დაარეგულირებს. ტექდათვალიერების მთავარი პლუსი ის იქნება, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება. საგზაო უსაფრთხოების მთავარი გამწევი ძალა ტექდათვალიერება არ არის", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.