logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თბილისის ცენტრში 10 მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა
- +

19 ნოემბერი. 2016. 13:50



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა.


დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებაზე, რომელიც დედაქალაქში პარკინგის თემას ეხებოდა. მალაღურაძე მიიჩნევს, რომ ევროპული დიდი ქალაქების მსგავსად აუცილებელია, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდეს, რაც ბიუჯეტზეც აისახება.


აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირების მაღალი ტარიფები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი აქტუალურად არ დგას.


მისივე თქმით, თბილისის მერია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის მიზნით ტენდერის გამოცხადებაზე მუშაობს. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის მომზადება სრულდება, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.


„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირების მაღალი ტარიფები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი აქტუალურად არ დგას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც გადატვირთულია მოძრაობა და პარკირების ადგილები ჭირს, გავაჩინოთ მრავალსართულიანი პარკირების ადგილები. სწორედ ამიტომაც შემუშავდა ის 10 პროექტი, რომელზეც უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება, რათა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდეს", - აღნიშნა ნარმანიამ.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ ინვესტორს პარკინგის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთს გადასცემს. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული ინვესტორი ავტომანქანის პარკინგის ტარიფს თავად განსაზღვრავს.


შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა მერია, გააუქმოს „სითი პარკთან" ხელშეკრულება, ნარმანიამ აღნიშნა, რომ მრავალსართულიანი პარკინგის ადგილების გაჩენით „სითი პარკთან" ხელშეკრულება ვერ გაუქმდება, თუმცა, ვერც „სითი პარკი" შეუშლის ხელს მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ძალიან ბევრ რამეზე ექსკლუზივი აქვს.


„სითი პარკთან" ჩვენი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია და ის პოზიტიური ნამდვილად არ არის. პარკინგის ადგილებს დამატებით ვაჩენთ, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი შევუმციროთ", - განაცხადა ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner