Politico.eu გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს სურს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ფედერალური კანცლერის პოსტზე სოციალისტების კანდიდატი გახდეს.
აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შულცმა „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერს ზიგმარ გაბრიელს სთხოვა.
თავის მხრივ, ზიგმარ გაბრიელმა მარტინ შულცს სთხოვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩაენაცვლებინა, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემას წყარომ „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან" განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მარტინ შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ „სოციალ-დემოკრატიული პარტია" მას გაისად საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ფედერალური კანცლერის პოსტზე კანდიდატად წარადგენს.