BBC-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსის მიზეზით თებერვალში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ორგანიზაციამ ვირუსთან საბრძოლველად უფრო გრძელვადიანი პროგრამა შეიმუშავა.
ზიკას ვირუსი 65 ქვეყანაში იყო აღმოჩენილი. ის, ძირითადად, ორსული ქალებისთვის არის საშიში, ვინაიდან ნაყოფის ტვინს საფრთხეს უქმნის.
ამჟამად ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.