logo_geo
eng_logo
ეგვიპტის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ღირსეული პრეზიდენტი იქნება
- +

19 ნოემბერი. 2016. 15:12



პორტუგალიური საინფორმაციო სააგენტო LUSA-ს ინფორმაციით, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული მესიჯები განსხვავებული იქნება მისი ქმედებებისგან აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე.


ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, არ ღირს ნაადრევი დასკვნების გაკეთება ან ნერვიულობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამომავლო ქმედებებისა და პოლიტიკის თაობაზე.


„უნდა განვასხვავოთ რიტორიკა, რომელსაც ადგილი აქვს საპრეზიდენტო კამპანიისას, და ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის რეალური და ფაქტობრივი ქმედებები", - აღნიშნა ეგვიპტის პრეზიდენტმა.


აქვე, ეგვიპტის პრეზიდენტი გამოთქვამს იმედს, რომ ტრამპი ღირსეული პრეზიდენტი იქნება და იგი ენერგიულად ჩაერთვება რეგიონის საკითხებში.


„მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ენერგიულად ჩაერთვება რეგიონის საკითხებში. ტრამპმა აჩვენა, რომ ღრმად ესმის, თუ რა ხდება ზოგადად რეგიონში და კერძოდ, ეგვიპტეში. ველოდები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და უფრო მეტ მხარდაჭერას", - აღნიშნა ეგვიპტის პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner