logo_geo
eng_logo
„ჰალუცინაციები და შიზოფრენია“ – რას აცხადებენ მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექიმები
- +

19 ნოემბერი. 2016. 15:17



დღეს, დილის საათებში, წალენჯიხის სოფელ ლიაში საზარელი დანაშაული მოხდა. 35 წლის ივანე ქ-ამ, რომელიც ფსიქიკურად დაავადებული პირია, მშობლებს ნაჯახით თავები მოჰკვეთა, თავად კი ვენები გადაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.


მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვიმატანილ 35 წლის ივანე ქ-ს შიზოფრენია 20 წლის წინ დაუდგინდა. მას სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები ჰქონდა", - განაცხადა ეჭვმიტანილის ოჯახის ექიმმა.


მისი თქმით, პაციენტს შიზოფრენია 20 წლის წინ თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაუდგინდა და სამედიცინო დაწესებულებაშიც მკურნალობდა. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.


ოჯახის ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო ერთი კვირაა აგრესიული გახდა.


„პაციენტი წლების განმავლობაში მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ერთი კვირაა აგრესიული გახდა. ოჯახის წევრებისგან მქონდა ინფორმაცია, რომ ბოლოს მედიკამენტებსაც არ ღებდა და საჭმელში უყრიდა მედიკამენტებს და ასე იყო.

თუმცა, როგორც დღეს გავიგე, ბოლო ოთხი დღეა საკვები საერთოდ არ მიუღია. დღეს კი ეს საშინელი ამბავი მოხდა", - ამბობს ოჯახის ექიმი.


ამჟამად, მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვიმატანილ 35 წლის ივანე ქ-ს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიცია იცავს.


როგორც „კვირას" ჯვარის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა გოჩა ლიპარტიამ განუცხადა, სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაციაზე ზარი 11 საათსა და 55 წუთზე დაფიქსირდა.


მისივე თქმით, პოლიციელების დროული ჩარევით ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას გადაარჩინეს.

 

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 35 წლის მამაკაცი, ხეზე მავთულით თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა იგი პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. პაციენტს, რომელიც უკონტაქტო იყო, ზედა კიდურებზე თვითდაზიანება აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ვენების გადაჭრის შემდეგ, მამაკაცმა ხეზე მავთულით ჩამოხრჩობა სცადა. ამის გამო, მამაკაცს კისრის არეშიც მავთულისგან ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. მას ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩავუტარეთ და სასწრაფოდ ზუგდიდში რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. გზაში რეანიმაციული ღონისძიებები გრძელდებოდა, რის შედეგადაც პაციენტი კონტაქტური გახდა. ამჟამად იგი კლინიკაშია მოთავსებული და მის მიმართ მონიტორინგი ხორციელდება", - აღნიშნა ექიმმა გოჩა ლიპარტიამ.


როგორც კლინიკის ექიმი აცხადებს, პაციენტი ამჟამად გონზეა, თუმცა, მას პოლიცია იცავს და კონტაქტს არავისთან ამყარებს.


ფაქტზე აღძრულია საქმე სსკ-ის 109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიებელ გარემოებას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner