logo_geo
eng_logo
შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

19 ნოემბერი. 2016. 15:28



შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგადაც, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.


დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ქ.-მ საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად იგი საავადმყოფოში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.


პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.


სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner