logo_geo
eng_logo
გამწვანების მასშტაბური აქცია დიდ დიღომში
- +

19 ნოემბერი. 2016. 15:35


 

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში  თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო.


ხე-მცენარეები  ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე, სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხე დაირგვება. 600 ძირი კვიპაროსი დაირგო  ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში. დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავანისა და კვიპაროსის ხეები დაირგო.


კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.  


„ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს - ამ  ტერიტორიაზე, ათეულობით წლების წინ,  გამწვანებისთვის გაკეთდა ტერასები. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ გაშენდება ნუშის ბაღები. დიდ დიღომში, ზოგადად,  გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე-მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.


გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.


საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების  ფარგლებში,  თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში  80 000 ხე-მცენარე დაირგვება. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner