ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ვაკის სტადიონზე ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს სამოას ნაკრებთან მართავს.
პირველი ტაიმი ანგარიშით 17:10 ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და მის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი" წარმოადგენს.
აქამდე საქართველოსა და სამოას ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ბალანსი თანაბარია, თითო მოგება, წაგება და ფრე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი ეძღვნება გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".