ოკუპირებულ აფზახეთში ე.წ. საზღვარზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების მსურველთათვის 14 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები, შაბათს მოიხსნა.
ადგილობრივების ცნობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება ე.წ. „ფორმა ცხრა" დოკუმენტის მქონე ყველა პირს შეუძლია, მიუხედავად მისი გაგრძელების ვადების რაოდენობისა. ადგილობრივებისთვის უცნობია შეზღუდვების დაწესებისა და მოხსნის მიზეზები.
ორშაბათს გადაადგილება იმ ადამიანებს შეეზღუდათ, რომელთაც ე.წ. დოკუმენტზე „ფორმა ცხრა" მინიმუმ ორჯერ მაინც ჰქონდათ მოქმედების ვადა გაგრძელებული.
აღნიშნული მიზეზის საფუძველზე, ორშაბათსა და სამშაბათს ენგურის ცენტრალურ ხიდზე რუსმა და აფხაზმა ე.წ. მესაზღვრეებმა ათეულობით ადამიანს არ დართეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ნება.
საქართველოს შესაბამისი უწყებები ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებენ.