logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად მახარებს, როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური აქვთ
- +

19 ნოემბერი. 2016. 16:31



„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში, სოფელ დვაბზუში  შპს „ასკანგელ ალიანსის" ბენტონიტური თიხის გადამმუშავებელი საწარმოს გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, როდესაც ადამიანებს სამსახური აქვთ.


„აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა. აუცილებელია, ასეთი კერები იყოს რაიონებში, რათა აქედან წასული ოჯახები ზაფხულს თავიანთ მამა-პაპისეულ სახლებში ატარებდნენ, ისე, როგორც ადრე იყო. ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, ესაა ჩვენი მთავარი დანიშნულება, რადგან ჩვენ ეს დავკარგეთ და დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე, არის უზარმაზარი ნაბიჯი ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ სამსახური აქვთ, ოჯახებში შემოსავალი აქვთ, შვილები აქედან წასულ მშობლებს ელოდებიან საღამოს - და არა ხელცარიელს, როგორც ეს ადრე იყო, ყველაზე მეტად ეს მახარებს. დიდი მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner