logo_geo
eng_logo
რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ სიგელი გადაეცა
- +

19 ნოემბერი. 2016. 17:00



თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს რევაზ გაბრიაძეს ეწვივნენ.


დავით ნარმანიამ რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის" სიგელი და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.


რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება წელს მიენიჭა, თუმცა თეატრისა და კინოს სახელგანთქმული რეჟისორი დაჯილდოების ცერემონიის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერი მას პირადად ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner