აშშ-ის 45-ე პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის კუთვნილ უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტები უჩიოდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ძვირადღირებულ და უსარგებლო სემინარებზე დასწრებას აიძულებდნენ, რის სანაცვლოდაც სოლიდური თანხის გადახდა უწევდათ. თავად ტრამპი ამ ბრალდებას მანამდე პოლიტიკურად მოტივირებულ სიცურეს უწოდებდა.
დონალდ ტრამპი უნივერსიტეტის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა და იგი მოსარჩელე მხარეს 25 მილიონ დოლარს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ საპროცესო გარიგება არ ავალდებულებს ტრამპს დანაშაულის აღიარებას. კომპენსაციას ელოდება სულ მცირე 6 ათასი სტუდენტი.
2004 წელს დაწესებულ უნივერსიტეტი უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ტრამპის წარმატების ფორმულის სწავლას სთავაზობდა. თუმცა ის უმაღლეს სასწავლებლად არ აღიარეს და მოგვიანებით ის დაიხურა.