logo_geo
eng_logo
„ალ ჯაზირა“ ალეპოში ბავშვთა ჰოსპიტალის დაბომბვის მძიმე კადრებს ავრცელებს
- +

19 ნოემბერი. 2016. 17:29



სირიის ქალაქ ალეპოში, პარასკევს, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისა და ჩვილების გადარჩენის მძიმე კადრებს ტელეკომპანია „ალ ჯაზირა" ავრცელებს.


გადამღები ჯგუფი საავადმყოფოში მიმდინარე კვირაში რუსულ-სირიული საჰაერო დარტყმების შედეგად გადარჩენილი ადამიანების შესახებ ამზადებდა მასალას, როდესაც საავადმყოფოზე თავდასხმა განხორციელდა.


„ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.


სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ალეპოში რამდენიმე საავადმყოფოზე განხორციელდა თავდასხმა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.


უფლებადამცველთა ცნობით, ავიადარტყმები რუსული ავიაციის მხარდაჭერით ხორციელდება.


 

 

  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner